|
2020-05-12 12:21:58, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა და გამოუშვას პოლიტპატიმრები, თუნდაც ნუ დაარქმევს მათ პოლიტპატიმრების სახელს
ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა და გამოუშვას პოლიტპატიმრები, თუნდაც ნუ დაარქმევს მათ პოლიტპატიმრებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრამ გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის და საქართველოს ყველა მეგობრის აზრი ერთი და იგივეა. „საქართველოს და არა რომელიმე ხელისუფლების დიდი ხნის მეგობარმა, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა გუშინ საკუთარი განცხადება და საელჩოს განცხადება გაავრცელა ერთად და ეს ბუნებრივია, რადგან აშშ-ის და საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი ერთი და იგივეა. ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რაც დადო ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე და უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, თუნდაც ნუ დაარქმევს მათ პოლიტპატიმრებს. უნდა შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მერე უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები. თუ კითხვა არის, შეიძლება თუ არა სანქციები ავტორიტარულ რეჟიმებს დაეკისროთ რაღაც ეტაპზე საშუალო რგოლს, ხოლო შემდეგ მაღალ რგოლს, დიახ, ეს ხდება ხოლმე, მომხდარა ჩვენს სამეზობლოში, მოხდა მოლდოვასა და უკრაინაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)