19:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 18:23:45, 731 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთში დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოდან რეისების ან ჯავშნების გაუქმების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

თურქეთში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, საქართველოდან თურქეთის კურორტებზე დასვენების მსურველების რაოდენობა არ შემცირებულა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ტურისტულ კომპანიებში განუცხადეს, თურქეთის მიმართულება წელსაც აქტუალურია და რეისების ან ჯავშნების გაუქმების შემთხვევები არ ყოფილა.

ამასთან, როგორც ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, თურქეთის მიმართულებაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება.

„საკურორტო ადგილებში დაძაბულობა არ არის და არანაირი შემცირება და შეზღუდვა არ ვრცელდება. ადგილები არაა არც თვითმფრინავის რეისებზე და არც სასტუმროებში“, - განაცხადეს „ანტალია სერვისში“.

„უახლოეს რეისებზე ადგილები აღარაა და საკმაოდ კარგად იყიდება თურქეთის მიმართულება წელსაც. არეულობასთან დაკავშირებით თავიდან იყო პრობლემები, მაგრამ როგორც გაირკვა ტურისტულ ზონასთან არანაირი პრობლემა არაა. საელჩოშიც დავრეკეთ და ეს შემთხვევები ტურისტული ზონიდან საკმაოდ დაშორებით ხდება და და არ უქმნის ხოლმე დისკომფორტს ტურისტებს“, - განაცხადეს „გუდ თრეველში“.

თურქეთის კურორტებზე მაღალ მოთხოვნაზე საუბრობენ „გოლდ თრეველშიც“.

ცნობისთვის, დღეს თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ პროვინცია სიირთში აფეთქებას 8 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთში ვითარება 20 ივლისის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ მის საზღვრებზე ტერაქტი მოაწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაძაბულობას 60–მდე პოლიციელი და სამხედრო შეეწირა. ქვეყანაში არასტაბილური ვითარების გამო კი, თურქულ კურორტებზე განთავსებულმა სასტუმროებმა წინასწარი რეზერვაციის პროცედურა გააუქმეს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics