|
2020-05-11 15:18:37, 1371 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა
„როდესაც ოპოზიცია საუბრობს ცვლილებების ჩაგდებაზე, ბუნებრივია ეს არის მუქარა საზოგადოების მიმართ და ეს მუქარა არ არის სწორი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, თუმცა ამით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში რადიკალური ცვლილება არ მოხდება. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშნელოვანია, რომ ოპოზიციამაც შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული. „მათემატიკურად რომ გავყვეთ, ნაცმოძრაობას და მის განშტოებას ჯამში აქვთ 27 ხმა პარლამენტში. 113 ხმა არის საჭირო ამისთვის და მათემატიკურად თუ გავყვებით, შეიძლება არც ჩავარდეს, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათაც შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც არის ჩადებული ჩვენს მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში და მათ ხელი აქვთ მოწერილი ძალიან მკაფიოდ შეთანხმებაზე, რომის მიხედვითაც მათ მხარი უნდა დაუჭირონ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც არის ასახული ამ შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)