01:00 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 10:19:14, 1421 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელსაც დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გვიწევენ

ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, ევროპის დღე მიულოცა ყველა ევროპელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავს ევროპელად თვლის.

„დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა. ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც, ჩვენ, ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ. მინდა მივულოცო თითოეულ ევროპელს, ყველას, ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც.  მინდა მათ მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომლებსაც გვიწევენ დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics