|
2020-05-08 15:18:30, 1238 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე ელჩის გამოწვევაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი
ეს არის „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ მხრიდან უკრაინაში საქრთველოს ელჩის გამოწვევას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთის მხრივ წარმატებას ზეიმობს, მეორე მხრივ კი ელჩს კონსულტაციებზე იწვევს, რაც ერთმანეთთან შეუსაბამოა. „ერთის მხრივ, თან იზეიმონ წარმატება და იმედზე რაც ხდება ამის კარგი მაგალითია ბატონი მდინარაძე, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ყავის მომდუღებლად ინიშნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მეორეს მხრივ, თუ საზეიმოდ აქვთ საქმე, თან გამოიწვიო ელჩი კონსულტაციებზე, ეს არის კლასიკური მაგალითი „ქართული ოცნების“ უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)