20:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 15:41:16, 1714 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო კომიტეტის თვმჯდომარე - ანტიკირიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათების გარდა, ტურიზმის სფეროს სხვა შეღავათებიც დაემატა

ტურიზმის სფეროს, გარდა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათებისა, ახალი შეღავათები დაემატა, რომელიც 200 მილიონიან დამატებით ფინანსირებას ითვალისწინებს - ამის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოხდეს, რადგან მას მთლიანი შიდა პროდუქტის 10% უკავია.

 “ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოხდეს, რადგან მას მთლიანი შიდა პროდუქტის 10% უკავია. სწორედ ამიტომ იქნა წარმოდგენილი მისი აღდგენის ეტაპები. 15 ივნისიდან მოხდება ტურიზმის აღდგენა, ხოლო პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის.

იქნება გარკვეული ზონები, სადაც მოხდება ალოკაცია ჩვენი ტურისტების, როგორც შიდა ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

ტურიზმის აღდგენის საკითხში არის მთელი რიგი შეღავათები, გარდა იმისა, რომელიც ადრე იქნა ანტი კრიზისულ გეგმაში წარდგენილი. ეს შეღავათები არის როგორც ქონების ასევე საშემოსავლო გადასახადების გადავადებაზე და სესხის პროცენტის რეფინანსირებაზე. ეს პროგრამა ითვალისწინებს 200 მილიონიან დამატებით ფინანსირებას.

ქალაქების და ყველა ტიპის საწარმოების გახსნა, ხელს შეუწყობს ფასების სტაბილიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics