22:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 15:47:19, 1631 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს პრემიერთან, მთავრობის ქმედებების შესახებ და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეკონომიკაში დგამენ

ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის ქმედებების შესახებ და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ისინი ეკონომიკაში დგამენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა ოპოზიციის კითხვებს ორჯერ აარიდა თავი და პარლამენტში არ გამოცხადდა, რის გამოც მათი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.

„ორივეჯერ საგანგებოს გამოცხადების დროს პრემიერმა თავი აარიდა პარლამენტში მოსვლას, ამიტომ ბუნებრივია ჩვენი შეკითხვები რჩება, ამ კითხვების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, როდესაც ვხედავთ მთავრობის მიერ ეკონომიკაში გადადგმულ ნაბიჯებს.

ევროპულ საქართველოს ექნება მასთან ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც უკავშირდება მთავრობის მოქმედებებს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუადვილდეს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული უმძიმესი შედეგების გადალახვა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ოპოზიციური პარტია პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ელოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics