|
2020-05-04 14:35:23, 1468 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის კანონიერ დასჯას მოითხოვს
„ევროპული საქართველო“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აბაშიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა, რომელიც თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა. „ეთნიკური შუღლის გაღვივება და, მით უმეტეს, ძალადობისკენ მოწოდება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ბატონი აბაშიძე, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, რომელიც, თავის დროზე, სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა ამ თანამდებობაზე, კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას. „ევროპული საქართველოს“ სახელით მოვითხოვ, არა მხოლოდ მის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას, არამედ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. ცნობისთვის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ სოციალურ ქსელში ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით ქსენოფობიური კომენტარები გააკეთა. აღნიშნული შეეხება ქვემო ქართლში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ადგილობრივებმა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის პროცესში მედპერსონალს ხელი შეუშალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)