|
2020-05-04 11:31:49, 22693 ნახვა
პოლიტიკა
ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შესახებ ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ ქალაქებზე როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდევბი გადაადგილებებზე მოიხსნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მანევე განმარტა, რომ თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა შესაძლებელია კვირის ბოლომდე ამ ქალაქების გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს. „თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)