20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 09:38:48, 1956 ნახვა

ეკონომიკა
2 მილიარდი ადამიანი უმუშევარი და საარსებო წყაროს გარეშე დარჩება - გაეროს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია

გაეროს შრომის მსოფლიო ორგანიზაციამ (МОТ) შეაფასა COVID-19 პანდემიისგან მიყენებული ზარალი და მივიდა დასკვნამდე, რომ პლანეტის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი, უმუშევარი დარჩება. გაეროს გამოთვლით, 2020 წლის მეორე კვარტალი, უფრო დამანგრეველი იქნება მსოფლიოს ეკონომიკისთვის ვიდრე, ეპიდემიის მძვინვარებისას.   

МОТ აცხადებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი სამსახურის გარეშე იქნება. 

"ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რომ ამა წლის მეორე კვარტალში დასაქმებულების საერთო სამუშაო საათების რაოდენობა 10,5%-ით შემცირდა. ეს მონაცემები უდრის, მსოფლიო მასშტაბით სრული დატვირთვით 305 მილიონი სამუშაო ადგილის გაქრობას. 
ყველაზე მძიმედ საკარანტინო ღონისძიებები დააწვება 2 მილიარდ ადამიანს, რომლებიც ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებული. ისინი არ არიან დაცულები, კონტრაქტებით და გარანტიებით. " - განაცხადა, გაეროს შრომის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გაი რაიდერმა.
МОТ -ის პროგნოზით, არაფორმალური სექტორის საშუალო შემოსავალი 60%-ით დაეცემა. 
"ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ისედაც მცირე საარსებო მინიმუმს გამოიმუშავებდნენ, ეს ადამიანები შრომის ბაზარზე ყველაზე დაუცველები არიან. მათ იმისთვის რომ გადარჩნენ, ჭირდებათ საერთაშორისო სოლიდარობა. " - დასძენს გაეროს შრომის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics