19:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 12:46:12, 702 ნახვა

ეკონომიკა
რამდენიმე ნავთობიმპორტიორმა საწვავის ფასი შეამცირა

საქართველოში რამდენიმე ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ საწვავის ფასი შეამცირა. ადგილობრივ ქსელებში ნავთობპროდუქტები 5-6 თეთრით გაიაფდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლებამ გამოიწვია.

"მსოფლიო ბაზარზე მიმდინარეობს ფასების კლება, სასიხარულო ამბავია და ჩვენც შესაბამისად, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად ავსახოთ და ავსახეთ კიდეც. დავიწყეთ ფასის კლება სხვადასხვა პროდუქტზე დაახლოებით ერთი კვირის წინ. 5-6 თეთრით შევამცირეთ ფასები ყველა ტიპის საწვაზე“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

ბენზინზე ფასები შეამცირა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმაც". კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ყველა ტიპის ბენზინის საწვავზე 5 თეთრით დაიკლო.

დღეიდან ბენზინზე ფასი 5 თეთრით შეამცირა "ვისოლმაც“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით "ვისოლი" ფასებს უკვე მეორედ ამცირებს. გასულ კვირას ფასებმა კომპანიის ქსელში არსებულ დიზელის პროდუქტებზეც 5 თეთრით დაიკლო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics