|
2020-04-28 12:04:07, 1721 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა
„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა. აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ რაიონში რამდენი ტესტის ჩატარება მოხდა. „უნდა მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება; ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს საგადასახადო ტვირთი და მეტი ფული დაუტოვოს ხალხს; მოქალაქეებსა და ბიზნესს უნდა დაუბრუნოს საპენსიო ფონდში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა; ასევე სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მიმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახმარებლად“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საგანგებო მდგომარეობას შერჩევითად იყენებს. „ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოსთვის ამ ურთულეს პერიოდში, როცა ეპიდემიის საფრთხის პარალელურად გაჩერებულია ეკონომიკა და ასიათასობით ჩვენი მოქალაქე ყოველთვიური შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ქვეყნისთვის დამაზიანებელ გზას ადგას. ხელისუფლება არ მიმართავს ინტენსიურ ტესტირებას. მეტიც, არათუ აღნიშნულ მოთხოვნას, არამედ ეპიდემიის ბრძოლის მათეულ ხედვაზე კრიტიკულ შეკითხვებსაც კი ისინი ლამის ქვეყნის მტრობად აცხადებენ, რაც შემაშფოთებელი და სახიფათო ტენდენციაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტესტირების ნაკლებობა დაბალი სტატისტიკის შენარჩუნებას ემსახურება და რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი საზოგადოებისთვის დაფარულია. სრულად არის გამოსაყენებელი ლუგარის ლაბორატორიის მძლავრი კვლევითი რესურსი. ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ რაიონში რამდენი ტესტი ჩატარდა, ასევე, მონაცემები შესაბამის რისკ-ჯგუფების, პირველ რიგში, მედპერსონალის ტესტირების შესახებ. ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები არაფრად აგდებენ გადაადგილებასთან თუ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. მაშინ, როცა გაჩერებულია ათასობით ბიზნესი და გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)