08:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 15:16:43, 2047 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე ეზუგბაიაზე - კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, გუშინ, 25 აპრილს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მასობრივი ტესტირების შედეგი იყო.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, კარგ მთქმელს კარგი გამგები სჭირდება.

„მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონი მარინა ეზუგბაიასადმი, რომელიც არის ერთერთი საუკეთესო ექიმი-ინფექციონისტი ქვეყანაში და წინა ხაზზეა დღეს კოვიდთან ბრძოლის. ნუ, კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა, აქედან გამომდინარე, მე მარინას გამონათქვამების კომენტირებას არ ვაპირებ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, განაცხადა, რომ 24 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით ტესტი ჩატარდა და ერთ დღეში 25 დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics