17:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 11:49:10, 10229 ნახვა

ომი უკრაინაში
ნინო ნიჟარაძე - ე.წ. ქობულეთის კლასტერში 35 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და მის ირგვლივ კონტაქტების რაოდენობა 550-მდეა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერში 35 დადასტურებული შემთხვევა აქვთ, ხოლო მის ირგვლივ კონტაქტების რაოდენობა 550-მდეა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ 550-დან 400 ლაბორატორიულად დიაგნოსტირებულია.

 „გვყავს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებმაც დატოვეს უკვე კლინიკა.

ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ლაბორატორიულად დადასტურებული 37 შემთხვევაა, რომლებიც იმყოფებიან კლინიკა „მედალფაში“.

37 დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა უცვლელია, ყველა გახლავთ მსუბუქი მიმდინარეობით და ერთი გვრჩება, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში და დანარჩენების მდგომარეობას არის დამაკმაყოფილებელი.

იცით, რომ ე.წ. ქობულეთის კლასტერში 35 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და მის ირგვლივ კონტაქტების რაოდენობა 550-მდეა, რომელთა შორის 400 ლაბორატორიულად დიაგნოსტირებულია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics