2020-04-16 21:15:18, 1582 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით
"ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
"ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტრმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების მიზეზი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს მომავალში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც თქვენს, ასევე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან