2020-04-16 18:46:36, 1517 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფოში მობილიზებულია 35 ექიმი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფოში მობილიზებულია 35 ექიმი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში მობილიძებულია 72 საწოლი.
"დღეს მე პირადად გავეცანი ადგილზე მდგომაროებას და ამ ეტაპისთვის ჩვენ არსებული რესურსით მოვახდინეთ სტაფის მობილიზება და ამ ეტაპზე არის 35 ექიმი მობილიზებული. რა თქმა უნდა, რუხის საავადმყოფო იფუნქციონირებს როგორც საავადმყოფო, დღეისათვის მას აქვს რესურსი მიიღოს 72 პაციენტი.72 პაციენტიდან მას აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს 14 რთული ან გართულებული პაციენტი. ჩვენ კიდევ ვაძლიერებს რუხის საავადმყოფოს შესაძლებლობებს. ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვის გაორმაგება და შემდეგ ჩვენ ავალთ, რა თქმა უნდა, სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გაშლილი, რომელიც მოემსახურება კოვიდინფექციით დაავადებულ ადამიანებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან