19:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 10:44:24, 2636 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ელჩმა ყურადღება ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული  ღონისძიებების შედეგად მიღწეულ ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა.

კელი დეგნანმა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის  სურსათის შეუფერხებელი მიწოდების და მარაგების კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგად, ქვეყანაში არ შექმნილა სურსათით და პირველადი საჭიროების პროდუქციით უზრუნველყოფის პრობლემა.

ელჩმა შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებაში საზოგადოების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში Covid 19-ის გავრცელების შედეგად შექმნილ ვითარებაზე და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და  ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) აგრარული დარგის განვითარებაში გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics