21:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 18:59:48, 581 ნახვა

საზოგადოება
საკრებულომ მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა

დედაქალაქის  საკრებულომ აბანოთუბანში მირზაშაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის „სამეფო ბაღების“ კორექტირებული პროექტი 24 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიიღეს.

ოპოზიციურმა ნაწილმა სხდომა პროექტის კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

ცნობისთვის, 

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, „კენპინსკის“ მეირ წარმოდგენილი კორექტირებული პროექტით, ფართების მოცულობა დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრით შემცირდა, მოიხსნა სართულიანობა, დაემატა გამწვანების დეტალები. 

მისივე თქმით, ამ პროექტში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება და მშენებლობის პროცესში დაახლოებით 2-3 ათასი ადამიანი დასაქმდება.

ბაბუნაშვილი ვარაუდობს, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება და ამის შემდეგ ადგილზე დაახლოებით 1500-2000 ადამიანი უმიშავებს.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ცნობილმა არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და დეპუტატები მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics