|
2020-04-14 15:18:40, 2265 ნახვა
სამართალი
გურიის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 4 პირი „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ. დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ მ.ხ.-ს „ქურდული სამყაროს" წევრები - ლ. ქ.-მ, ვ. ბ.-მ და ზ. მ.-მ. საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდის" - გ.კ-სთვის და ე.წ. „ქურდულ საერთოში" ფულადი თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა დაზარალებულ მოქალქეს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, ე.წ. „ქურდულ საერთოში" ჩასარიცხად, 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს. ბრალდებულებმა სისტემატიური ზეწოლისა და ქურდული გარჩევის გზით დაზარალებულ მოქალაქეს - „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდასაჭერად 10 000 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)