|
2020-04-09 17:27:34, 2951 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს
გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა ტ/კ „ პირველი TV"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თითოეულს გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში მუშაობაც და ცხოვრებაც. ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. „დღეს ის პერიოდი გვაქვს, როცა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველა სიტყვა ავწონ-დავწონოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ მთელი მსოფლიო სტრესულ ვითარებაში ცხოვრობს. თითოეულს გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში მუშაობაც და ცხოვრებაც. ამიტომ გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. იქ, სადაც ვინმეს რაიმე შეიძლება არ მოგვეწონოს და კრიტიკის საფუძველი არსებობდეს, უნცა შევეცადოთ, რომ ან გვერდი ავუქციოთ ან კრიტიკა იყოს კონსტრუქციული. ეს გვჭირდება ისევ და ისევ იმ სტრატეგიული კომუნიკაციის პირობებში, სადაც ერმაც, ბერმაც უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მზადყოფნაშია, შეასრულოს პოლიტიკური დანაპირები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. „ჩვენი პრინციპული პოზიციია, რომ პოლიტიკური დანაპირები უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. ერთადერთი საუბარი არის იმაზე, სად გაიხსნება ფანჯარა, რომ ეს ვალდებულებები შესავსრულოთ. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და განცდა, რომ დღის წესრიგს არ ავცდებით. ჩვენ გვინდა, რომ დროულად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და დროულად გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს. დანარჩენი დამოკიდებულია საგანგებო მდგომარეობის ვადებზე. თუმცა იმედი გვაქვს, რომ დროულად გამოვალთ ამ ვითარებიდან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)