03:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 09:35:52, 2214 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვას აპირებს, - აღნიშნული პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზცაციის მიმართ.

ტრამპის თქმით, მისი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ჩინეთისადმი, რადგან ის დიდ დაფინანსებას იღებს ჩინეთიდან.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი, უნდა ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics