23:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 17:38:12, 2383 ნახვა

სამართალი
ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია დააკავეს.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

TV პირველის ინფორმაციით, წულაია ქალაქის ცენტრში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვაზე ბრიფინგს მართავდა, რა დროსაც პოლიციამ უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს არ ჰქონდა აქციის გამართვის უფლება.

მას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა. მცირედი შელაპარაკების დროს, უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგი წულაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics