12:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 20:15:07, 3027 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ. ქუთაისში დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

დაკავებულს ოჯახის წევრისთვის - დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics