19:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 09:32:35, 880 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჰეროინი, კოკაინი და მეტადონი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური  პოლიციის დეპარტამენტის  ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის  მთავარი  სამმართველოს თანამშრომლებმა,  ოპერატიული  ინფორმაციის  საფუძველზე  ჩატრებული  სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული  ემზარ ნ.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე  თბილისში  დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  მისი  პირადი  ჩხრეკისას  2,5726 გრ ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 0,4755 გრ კოკაინი, და 0,4583 გრ ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური  შემოწმებისას დაკავებულს მეტადონისა და კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics