|
2020-03-19 10:39:27, 1223 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 400-ზე მეტი პირი იმყოფება. „ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს, რომლებიც გადაყვანილი იქნა საკარანტინე ზონიდან, ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. რაც შეეხება საავადმყოფოში, ზოგადად, ჰოსპიტალიზირებულია ამ 2 პაციენტის გარდა 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 400-ზე მეტი პირი გვყავს მეთვალყურეობის ქვეშ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ კონტროლირებადი და ამ ეტაპზე, კარანტინის სივრცეში მყოფი ყველა პირის მდგომარეობა არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)