13:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 11:00:14, 2557 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - უმცირესობაში არიან ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება

საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ, მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შევიდა.საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსამართლის და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები არ არის მრავალსაუკუნოვანი კულტურით დაცული, აქედან უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რაც საქართველოს ძირითად კანონში შევიდა.საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში და ხელისუფლების სხვა შტოებისგან არასათანადო კავშირებისა თუ გავლენებისგან მისი დაცვის თვალსაზრისით. ამ მიმართებით, მე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დამსახურება. ვფიქრობ, ამ პარლამენტმა ცალსახად ისტორიული როლი შეასრულა ამ მიმართულებით. აქვე მინდა ოპოზიციის როლი აღვნიშნო, რამდენადაც ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ და მე მინდა, რომ მათი წვლილიც იყოს ხაზგასმული. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, მაგრამ მინდა ამ პროცესისადმი მათი დამოკიდებულების მიმართ ჩემი პოზიცია და პატივისცემა ხაზგასმით აღვნიშნო,“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics