|
2020-03-15 11:37:06, 12055 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია. მისივე თქმით, ერთ-ერთ მათგანს სუფებრილური ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. „შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაახლოებით 3-4 დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობა“,-განაცხადა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 439ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)