02:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 13:04:09, 1050 ნახვა

ეკონომიკა
გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით და მოიგე საჩუქრები!

თიბისი ბანკი გადარიცხვის უმარტივეს სერვისს - მობილურის ნომრით პირდაპირ გადარიცხვას გთავაზობთ. 

აღარ არის საჭირო დროის ხარჯვა მეგობრის ანგარიშის ნომრის გასაგებად, საკმარისია, იცოდეთ მისი მობილურის ნომერი, გქონდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკი და გადარიცხვას შეძლებთ უმარტივესად.

გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით, მობილურის ნომრით ყოველი გადარიცხვისას თქვენ აგროვებთ ქულებს და გაქვთ შანსი, მოიგოთ ფულადი პრიზები და apple-ის პროდუქცია. კერძოდ, MacBook Air, iPhone 6, iPad და 100-მდე ფულადი საჩუქარი.

მობილურის ნომრით გადარიცხვა ძალიან მარტივია: შედიხართ ინტერნეტ ან მობაილ ბანკში, ირჩევთ მობილურით გადარიცხვას და უთითებთ მიმღების სახელს, გვარს და  მობილურის ნომერს. ამის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე იგზავნება ბმული და გადარიცხვის კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღები თავად ირჩევს ლარის ანგარიშს, რომელზეც სურს, რომ თანხა ჩაერიცხოს და ადასტურებს თანხის მიღებას.

თანხის დადასტურება ჩარიცხვისათვის აუცილებელია. თუ მიმღები 14 დღის განმავლობაში არ ადასტურებს თანხის მიღებას, მაშინ თანხა ავტომატურად უბრუნდება გადამრიცხავს.

აქციაში მონაწილეობისათვის თანხა მობილურის ნომრით უნდა გადარიცხოთ 31 აგვისტოს ჩათვლით. ყოველ ახალ მომხმარებელთან მობილურის ნომრით გადარიცხვისას თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ 10 ქულა, იმ შემთხვევაში, თუ თანხის მიმღები შეასრულებს პირდაპირ გადარიცხვას მესამე პირთან, თქვენ დამატებით 10 ქულას იღებთ; დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება პირველი 100 გამარჯვებული.

გადარიცხვა განხორციელებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიმღები ადასტურებს თანხის მიღებას.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics