|
2020-03-13 10:49:59, 1929 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის პროცესს გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოს ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. გზის მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 625 000 ლარია. „სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ და მოსახლეობის მოთხოვნით ბეტონის დაგების სამუშაოებს წელსაც აქტიურად ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარს ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი აქვს, ამიტომ მოსახლეობა ამ გზით კომფორტულად დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)