02:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 17:21:12, 976 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლის“ და „ვიანორის“ ერთობლივი აქცია დაიწყო

„ვისოლის“ და „ვიანორის“ ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელი აქცია დაიწყო.

1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ვინც ჩაასხამს 50 ლარის ან მეტი ღირებულების ნებისმიერი მარკის საწვავს (გარდა გაზისა) „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, საჩუქრად მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შესაძლებლობა ექნება ერთჯერადად ისარგებლოს 10%-იანი ფასდაკლებით „ვიანორის“ ქსელში ნებისმიერი სახის საქონელსა და მომსახურებაზე.

აგრეთვე, ვაუჩერის მფლობელები „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრებში საჩუქრად მიიღებენ 1 ცალ 1 ლიტრის მოცულობის საქარე მინის საწმენდ სითხეს. ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით.

„„ვისოლსა“ და „ვიანორს“ სურს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების გარდა, ცდილობს წამახალისებელი აქციებით სასიამოვნო ურთიერთობების გამოცდილება მისცეს. „ვისოლისა“ და „ვიანორის“ საჩუქარი 10%-იან ფასდაკლებასთან ერთად, რომელიც ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებაზე ვრცელდება, განსაკუთრებულად საჭირო და სასიამოვნო ზაფხულის სეზონზე, როცა მოგზაურობა აქტუალური და ყველაზე სასიამოვნოა“, - აცხადებს „ვიანორის“ დირექტორი დათო წინწკალაძე.

10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ერთჯერადია და მისი განაღდება შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით „ვიანორის“ ნებისმიერ მომსახურების ცენტრში.

ცნობისთვის, დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, „დეტას“ აკუმულატორებს, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტებს და სხვა ავტო აქსესუარებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელის რებრენდინგი დაიწყო. “ვიანორი”  Nokian Tyres-ის  ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics