15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 11:23:22, 2648 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ჩინეთის ქარხნები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

ჩინეთში საწამოო სექტორში საქმინობა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცა. შემცირდა ახალი შეკვეთები, ამ ყოველივეს კი, კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას უკავშირებენ.

ეს ტენდენცია აჩვენა ორშაბათს Caixin– ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.

PMI, ჩინეთის გენერალური წარმოების შესყიდვების მართვის ინდექსი, წარმოების სექტორში მოქმედი პირობების სურათს გვთავაზობს, რომელმაც აჩვენა, რომ ჩინეთის წარმოების სექტორმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, 40.3-ს მიაღწია, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია.

Caixin– თან საუბრისას ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ოფიციალური წარმოება PMI თებერვალში 35,7 – ჯერ შემცირდა.

CEBM Group– ის თავმჯდომარე და მთავარი ეკონომისტი, ჟონგ ჟენგშენგი CEBM Group– სთან საურობს იმაზე, რომ თებერვლის მაჩვენებელი იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.  

მისივე თქმით, მკვეთრი ვარდნა ქვეყნის ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული, რომელიც შეფერხდა კორონავირუსის ეპიდემიით. ჟონგი იმაზეც საუბრობს, რომ მწარმოებლები დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

მწარმოებელთა თქმით, ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა საქარმოების მუშაობა, მნიშნვნელოვან ზიანს აყენებს ქარხნებს.

გარდა ამისა, მოგზაურობის შეზღუდვამ და ტურისტების ნაკადის შემცირებამ, შრომითი ბაზარსაც მიაყენა ზიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics