|
2015-07-31 20:55:06, 1860 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი "რუსთავი 2“-ის კონცერტებთან დაკავშირებულ შეფერხებაზე: ვერ დავიჯერებ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მხარდაჭერა მედიის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რუსთავი 2“-ის კონცერტებთან დაკავშირებულ შეფერხებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა ორივე მხარის პოზიცია და მოიკითხა დამატებითი ინფორმაციაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უარი ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. „ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას. ფოთში და ყველგან უკვე განაცხადეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ის სივრცე, რომელიც დაგჭირდებათ. არა მხოლოდ თქვენ, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კომფორტული აქციების ჩატარების უფლება მივეცით. ვერ დავიჯერებ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი. როგორც ჩანს, მართლაც ჰქონდათ დაგეგმილი ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)