|
2020-02-22 12:36:04, 2661 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - ოლიგარქი თუ დღევანდელ უსამართლო საარჩევნო სისტემას დატოვებს, უმრავლესობა არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება
„იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და დატვებს დღევანდე უსამართლო სისტემას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარ ოლქებში საერთო კანდიდატებს წარვადგენთ“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არსებული საარჩევნო სისიტემის შემთხვევაშიც დამარცხდება, რადგან მას ერთი მოწინააღმდეგე ეყოლება. „იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და დატვებს დღევანდე უსამართლო სისტემას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარ ოლქებში მოვახდინოთ ოპოზიციურმა პარტიებმა კოორდინაცია და გვაყავდეს საერთო კანდიდატი. ძალიან მალე გვექნება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ოლქში, პირველ რიგში თბილისში და მერე სხვაგანაც შეთანხმებები. რაც არის იმისი გარანტია, რომ ამ სისტემის პირობებშიც კი ანუ 77/73 პირობებშიც კი ფიზიკურად ვერ გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ მას ეყოლება ერთი მოწინააღმდეგე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის ოლქებში, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდენენ. მათი ცნობით, უახლოეს პერიოდში სხვა მაჟორიტარ კანდიდატებზეც შეთანხმდებიან და მათ ვინაობასაც გაასაჯაროებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)