|
2020-02-19 14:59:50, 1861 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი სამხედრო ბაზაა
„რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არის სამხედრო ბაზა და დამთავრებულია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას. მისი შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა ცხინვალის რეგიონის დაცლისკენაა მიმართული. „ოსები ზოგადად და ნებისმიერი სხვა ხალხი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან რაიმე ინტერესს და ეს განცხადება მინდა, რომ ჩავიდეს იქამდე - რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არის სამხედრო ბაზა და დამთავრებულია. არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რაიმეთი რუსეთს აინტერესებს ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. პირიქით, მათი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ დაიცალოს ცხინვალის რეგიონი და სამხედრო პოლიგონისთვის დარჩეს მეტი ადგილი“, - გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, უცხოური მედიის ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)