18:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 10:53:05, 2057 ნახვა

სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 291 ფაქტი გამოავლინა

10-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 291 ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3372 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 74 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 24 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 193  ფაქტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics