18:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 17:59:20, 2464 ნახვა

სამართალი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ. და 485 გრ. უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის  (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი.

 საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით  შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 7 შემთხვევაში, გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics