20:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 13:32:29, 1363 ნახვა

სამართალი
ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძმები - 1993 წელს დაბადებული ა. წ. და 1997 წელს დაბადებული გ.წ. ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებულებმა ნაძალადევის რაიონში მათ მიერ ჩადენილი კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარეს.

სამართალდამცველებმა მოპარული აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics