03:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 12:43:05, 1096 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - ბრალდება, თითქოს უმრავლეობას შეეშინდა პირკეტირების და ადრე მოვიდა პარლამენტში, უსაფუძვლოა

„ის, რომ თითქოს უმრვალესობას შეეშინდა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში 10:00 საათზე და მოიგონა უმრავლესობის სხდომა, ეს აბსოლუტურად უსაბუძვლოა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის პიკეტირებისა და უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნის დრო უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.

„ის, რომ თითქოს უმრვალესობას შეეშინდა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში 10:00 საატზე და მოიგონა უმრავლესობის სხდომა, ეს აბსოლუტურად უსაბუძვლოა. რამეთუ, თვითონ ოპოზიციამ დაანონსა პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ ისედაც გვქონდა დაგეგმილი სხდომა, უბრალოდ დაემთხვაეს დრო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics