|
2015-01-26 11:32:25, 2747 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ლიტვის განვითარების სფეროში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია
„ლიტვისა და საქართველოს მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება, ახალი ბაზრების ათვისებას ხელს შეუწყობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ლიტვა–საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ლიტვის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია. „ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური, ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელებაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას. რა თქმა უნდა გარდა პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებისა, მართლაც სამაგალითოა ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების , კულტურის სფეროებში. აგრეთვე საქართველო ლიტვის განვითრების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)