05:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:48:47, 2079 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს 2020 წლის არჩევნების ოპოზიციასთან შეთანხმებული საარჩევნო სისტემით ჩატარებას

„ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტი  „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი საერთაშორისო დარტყმაა.

„ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“. დოკუმენტში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება, პირდაპირ არის დაგმობილი საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების არ გამოძიება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics