05:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 16:16:00, 1728 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი სენატორების წერილზე - ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა?

„სენატორები ლაპარაკობენ იმ რეპრესიებსა და უსამართლობაზე, რაც ხდება ახლა. ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტი არიან?“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების იმ მხარდაჭერას, რომლის დახმარებითაც 2008 წელს გადარჩა.

„სენატორები სიამაყით იხსენებენ, რომ 2012 წელს დამკვირვებლები იყვნენ არჩევნებზე და იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება. შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებსა და უსამართლობაზე, რაც ხდება ახლა. ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტი არიან? პრაქტიკულად საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს, ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს და ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი. ჩვენი თავგანწირვით და ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით, აუცილებლად მივიყვანთ საქართველოს გამარჯვებისა და გამოხსნის საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics