05:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 17:51:01, 1545 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - თალაკვაძემ პირდაპირ თქვა, რომ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს კრიზისის გამო დაპირდნენ

„პირდაპირ ეთერში აღაიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გუშინ პირდაპირ თქვა, რომ კრისიზი გვქონდა და ამიტომ ამ კრიზისის განსამუხტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დავპირდითო“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება „უტიფარ“ პოლიტიკოსებს პასუხს აგებინებს.

„პირდაპირ ეთერში აღაიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი,რომელმაც გუშინ პირდაპირ თქვა ,რომ კრისიზი გვქონდაო და ამიტომ ამ კრიზისის განსამუხტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დავპირდით,რომ მოგვეტყუებინა და მერე განვსაჯეთ ,რომ ვერ ვიგებდით არჩევნებს და კოალიციას ჩვენთან ისეთები არ კრავდნენ , ვინც ხმებს მიიღებსო და ამიტომ გადაგაგდეთო. ამის ასე დამარცვლით თქმა მაინც უტიფრობის ახალი ხარისხია.სწორედ ამიტომ აგებინებს პასუხს ქართული საზოგადოება ყველა ამ უტიფარ პოლიტიკოსს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, შევძლებდით ყველანი თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა - თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics