08:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 16:50:20, 2307 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა

„ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა”,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საკრებულოში მომხდარ ინციდენტს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ მომხდარზე ხაბეიშვილის პასუხი იყო ღირსეული, რადგან ძალადობა „ქართული ოცნების“, ჯიბგირებისა და თახსირების საქმეა.

„ეს არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა,ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე, ადამიანზე,რომელიც დღე არ გავა ,რომ ფაქტებით არ გვაჩვენებდეს როგორ იპარავს კალაძე და მისი მთელი შანტრაბა თბილისის ბიუჯეტიდან ფულს, როგორ ძარცვავენ თბილსს და მდიდრდებიან ისინი და მათი გარემოცვა.დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა,რომ ქართული ოცნება არის დამთავრებული .მინდა ლევანს ვუთხრა ,რომ ღირსეული პასუხი გასცა, როდესაც თქვა, რომ არ დაიწყებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას,რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის.ეს ამ ჯიბგირებისა და თახსირების საქმეა”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics