01:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 14:49:47, 710 ნახვა

ეკონომიკა
"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა.

მთავარი პრიზის მფლობელები ბანკის მომხმარებლები - ნინო გელაშვილი და სალომე შატაკიშვილი გახდნენ. ისინი 2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველო-ახალი ზელანდიის მატჩს დაესწრებიან.

1 აპრილიდან „ვითიბი ბანკის“ Rugby Card-ის, ან ნებისმიერი სხვა ბარათის მფლობელი ავტომატურად ჩაერთო ბანკის წამახალისებელ გათამაშებაში. ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე, 1 ბილეთს  იღებდა.

„ინგლისში, ქალაქ კარდიფში შედგება საქართველო-ახალი ზელანდიის ნაკრებების თამაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობს და ჩვენს ორ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაესწროს ამ თამაშს. მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენს ნაკრებს უგულშემატკივროს. ჩვენ ვართ რამდენიმე ფედერაციის გენერალური სპონსორი. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ სპორტს, რადგან სპორტი ჩვენი ერის ჯასაღი მომავალია. ვეხმარებით ბავშვთა რაგბს, ბავშვთა ფეხბურთს, ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე ვეხმარებით რაგბის ფედერაციას, ტანვარჯიშის, ცხენოსნობის და წყალბურთის ფედერაციის სპონსორები ვართ,“ - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, „ვითიბი ბანკი“ რაგბის საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია. ამასთან, 1 აპრილიდან ბანკი მომხმარებელს სპეციალურად რაგბის მსოფლიო თასისთვის შექმნილ განსაკუთრებული დიზაინის ბარათს-Rugby Card სთავაზობს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics