09:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-14 19:13:11, 1529 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი - ხელისუფლება ახალისებს და ხელს უწყობს ოკუპაციას

„ხელისუფლების რიტორიკა, მისი პოლიტიკა ახალისებს და ხელს უწყობს ოკუპაციას“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“  არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს.

„ქართული ოცნების“  ხელისუფლება არამარტო არაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს და ჩვენი პარტნიორების საშუალებით რუსები იხდიდნენ ფასს მსგავს ქმედებებთან მიმართებაში, არამედ, მისი რიტორიკა, მისი პოლიტიკა ახალისებს და ხელს უწყობს მსგავს ქმედებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არათუ არის შემაკავებელი ფაქტორი ამ აგრესიის, არამედ წამახალისებელი ფაქტორია,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი პაციენტი არ გამოუშვეს. ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics