|
2015-07-27 12:24:25, 659 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი პირველი ქართული გეოდეზიური მარკის შექმნაზე მუშაობს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გეოდეზიური მარკა შეიქმნება. მარკაზე მუშაობა სანიველირო ქსელის რეკონსტრუქცია-აღდგენისა და გეგმიურ-სიმაღლური მოდელის შექმნის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველი ქართული გეოდეზიური მარკის ნიმუში უკვე მზად არის. თუჯის მასალის გეოდეზიური მარკა დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონის. მარკა ორი სახის იქნება: კედლის და გრუნტის. თითოეულ მათგანზე წარწერა „საქგეოდეზია“ და ინდივიდიუალური, უნიკალური ნომერი იქნება გამოსახული. მას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „ლიკო-1“ ჩამოასხამს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა „ყველა განვითარებულ ქვეყანას საკუთარი გეოდეზიური ნიშანი აქვს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს ეროვნული გეოდეზიური მარკის შექმნის პირველი პრეცედენტია. წინასწარი მოკვლევისა და სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ ძველი საბჭოთა პერიოდის დროინდელი გეოდეზიური მარკების უდიდესი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია. სანიველირო ქსელისა და სიმაღლური მოდელის შექმნა კი ახალი მარკების არსებობას მოითხოვს. სააგენტოს ინიციატივით, ამიერიდან გეოდეზიური წერტილებისა და სიმაღლური მოდელის აღნიშვნა ქართულენოვანი მარკებით მოხდება, ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული. საწყის ეტაპზე 1000 გეოდეზიური მარკა დამზადდება, ქვეყნის მასშტაბით სანიველირო ქსელის აღსადგენად კი 2000-მდე მარკაა საჭირო“. მარკები წინასწარ შერჩეული მარშრუტების მიხედვით იმ ტერიტორიებზე დამაგრდება, რომლებზეც გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სანიველირე ქსელის აღდგენა მოხდება. წლების განმავლობაში მათი დაუზიანებლად შენარჩუნების მიზნით ისინი დაცულ ადგილებში განთავსდება, რომელთა ნაწილი შერჩეულია, ნაწილის შერჩევა კი ამჟამად მიმდინარეობს. სანიველირო ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირო ქსელის გამართული ფუნქციონირება დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა. სანიველირო სვლების, რეპერებისა და მარკების უმეტესობა დაზიანებული ან განადგურებლია. სააგენტოს პროექტიც სწორედ მათ აღდგენა-განახლებას ისახავს მიზნად. სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)