11:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 19:01:45, 3566 ნახვა

კომენტარი
გარდაცვლილი ახალგაზრდის ძმა: ეპილეფსია ჰქონდა, ჩხუბის დროს გაითიშა და თავში ურტყეს

„ჩემს ძმას ჰქონდა ეპილეფსია, ჩხუბის დროს გაითიშა, ურტყეს და ურტყეს თავის არეში“,- ამის შესახებ „დამპალოს“ სასაფლაოზე დაპირისპირებისას ნაწამები და მოკლული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ძმამ, დიმიტრი წურწუმიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი ძმები მანქანის გატაცებას არ აპირებდნენ, რადგან როდესაც მიხვდნენ, რომ მანქანა სხვას ეკუთვნოდა, თავად გააჩერეს.

"როცა მივიდნენ საფლავზე, იდგა მანქანა დაქოქილი, გათბობა ჩართული, ოღონდ კაციშვილი არ იჯდა. მანქანაში ჩასხდნენ, გაწიეს სადღაც 10-15 მეტრი და უკვე რომ მოვიდნენ აზრზე, რომ სხვისი მანქანა იყო, გააჩერეს და გადმოვიდნენ. ისინი უკნიდან დაესხნენ თავს და დაუწყეს ცემა. შემდეგ წამოიყვანეს ეს ჩემი ძმა. ჩემს ძმას ჰქონდა ეპილეფსია, ჩხუბის დროს გაითიშა და ურტყეს და ურტყეს თავის არეში. ამ მეორეს დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ზემოდან არის დარეკილი, რომ ჩახსნეს ამის დაჭერა. ჩემს ძმებს თუ რამე დანაშაული ჰქონდათ, თვითონ პოლიციელი იყო, მოეკიდა ხელი, დაერეკა პოლიციაში და ჩაებარებინა, არ მერჩივნა ციხეში მჯდარიყო, ვიდრე მკვდარი მყავს აქ?!“, - განაცხადა დიმიტრი წურწუმიამ.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ღამის საათებში, ე.წ. „დამპალოს“ სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.  ასევე ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა და ფოფხაძის მეგობარი, რომელსაც ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ცნობისთვის, გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს, საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics