12:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 15:32:29, 3798 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე - ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ბევრი გაკეთდა, რათა ეს შედეგი სწრაფად დამდგარიყო

მინდა, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მივულოცო, რომ ისინი ერთად შეხვდებიან ახალ წელს; ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვართ და მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა ეს შედეგი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ექიმის დაკავების პირველივე დღეებიდან ხელისუფლებამ აამოქმედა ყველა საერთაშორისო ბერკეტი და გამოიყენა საერთაშორისო კონტაქტები, რათა შედეგი სწრაფად დამდგარიყო.

„მე ამ პრობლემის თაობაზე საუბარი მქონდა პრაღაში 28 ნოემბერს, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ჟენევის ფორმატი და ამას ვაკეთებდით ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი მიდგომა. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და უკეთესი იქნება, მშვიდი და საქმიანი მიდგომით ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და ვუსურვებ მათ ყოველივე საუკეთესოს მომავალ 2020 წელს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics