|
2019-12-26 11:25:48, 1743 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია
„სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით. ჭიაბერაშვილი იწონებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიზანი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამის განეიტრალება იყო და მოუწოდებს ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია. ამასთან, ჭიაბერაშვილი ასევე გამოეხმაურა მედიკამენტებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის ტიკარაძისეული ხედვის მიზანშეუწონლობასაც. მისი აზრით, ამ ხედვის განხორციელება, რაც მედიკამენტების ფასების დადგენაში მთავრობის პირდაპირ ჩარევას გულისხმობს, მხოლოდ პოპულიზმია და მდგომარეობას გააუარესებს. „საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც წამლების ფასი ბოლო 6 წელიწადში 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, 2017 წლიდან მოქმედმა მედიკამენტების პროგრამამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება. „მესამე საგანგაშო სიგნალი, რაც ტიკარაძისგან მივიღეთ, ისაა, რომ მთავრობა არ აპირებს 520-ე დადგენილების შეჩერებას და საკუთარი შეცდომების გამო საავადმყოფოებს, მედპერსონალსა და, საბოლოო ჯამში, პაციენტებს სჯის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი, რის გამოც კლინიკების მუშაობას ხელი ეშლება და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებს ხელფასს. „ეს ყველაფერი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ გრიპის ვუირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება საჭირო არ არის. „ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია. ვაქცინა, ეს არ არის პანაცეა, ამიტომ არ ვთვლი, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინა არის საჭირო, გრიპის ვირუსი არის ყველა ქვეყნაში ყოველ წელს და როგორმე გადავიტანთ ამას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)