|
2019-12-24 14:55:23, 1892 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
„ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და საკამოდ ხაზგასმითაც“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და, ამასთანავე, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს, და არა ქუჩის აქციებისკენ. „ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლოს რეფორმაში ხორციელდება და ამასთანავე მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ თავისი დაპირისპირებული პოზიციები და საბოლოო შეთანხმების საკითხი. ეს არის მთავარი, ახლა ამას როგორი ინტერპრეტაციაც უკეთდება, ეს არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ, კვლავ სპეკულაცია მოახდინონ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება სწორედაც რომ თავად არის მონდომებული გააგრძელოს რეფორმები პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში, რაზეც არის მინიშნება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგრძელდეს რეფორმები - გაგრძელდეს თემა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს, გაგრძელდეს. განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა. ნდობის თემა საზოგადოებაში პროკურატურას მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა მას ეს ნდობა აქვს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ჰქონდა 2012-მდე და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული მედიასაშუალებების გამოყენებით, ეს არის სამწუხაროდ რეალობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რომ წაიკითხოთ, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ევროპული ქვეყნების მიმართ, იქაც წერია გარკვეული შენიშვნები, სურვილები, კეთილი სურვილები, და ამაში დასაძრახს მე ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მთავარი პარტნიორის წინადადებები, მოსაზრებები, თუნდაც შენიშვნები უნდა გახდეს სახელმძღვანელო ჩვენი მომავალი საქმიანობის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)